საგამძიებო სამსახურმა თბილისსა და აჭარაში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ორი ფაქტი გამოავლინა
საგამძიებო სამსახურმა თბილისსა და აჭარაში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ორი ფაქტი გამოავლინა
11:00 02.08.2018
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით, აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა - გადაზიდვა - რეალიზაციის ორი ფაქტი გამოვლინეს და ოთხი პირი პასუხისგებაში მისცეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ შემდგომი რეალიზების მიზნით, ბრალდებულები, ერთ შემთხვევაში, აჭარის რეგიონში, 4 600 კოლოფი, ხოლო, მეორე შემთხვევაში, ქალაქ თბილისში, 3 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვა - გადაზიდვას ახდენდნენ.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული უაქციზო სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება 25 000 ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.



ბეჭდვა