პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე ცხედრის აღმოჩენის თაობაზე შსს განცხადებას ავრცელებს
პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე ცხედრის აღმოჩენის თაობაზე შსს განცხადებას ავრცელებს
14:59 01.08.2018
თბილისში პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე ცხედრის აღმოჩენასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

ამ ფაქტზე შსს განცხადებას ავრცელებს.


„მიმდინარე წლის 1 აგვისტოს თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში აღმოჩენილ იქნა 1979 წელს დაბადებული დ.ჯ.-ს ცხედარი.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, გარდაცვლილს თავის არეში დაზიანება აღენიშნება. დ.ჯ.-ს გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს“- ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.

ბეჭდვა