ჯიქიაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
ჯიქიაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
12:54 01.08.2018
თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს.
გარდაცვლილს ჭრილობები, სავარაუდოდ, ცივი იარაღით, თავის არეში აქვს მიყენებული.
შემთხვევა ერთ-ერთი კომპიუტერული მომსახურების კომპანიის ეზოში მოხდა, მოკლული მამაკაცი თავადაც ამავე კომპანიის თანამშრომელი იყო.
სამართალდამცველებმა გამოძება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

ბეჭდვა