შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში ავტომობილის გაქურდვის ფაქტი აღკვეთა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში ავტომობილის გაქურდვის ფაქტი აღკვეთა
21:56 31.07.2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის მცდელობის ბრალდებით, 1999 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ი.ბ. ბათუმში დააკავეს.

მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული მიმდინარე წლის 29 ივლისს ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე, BMW-ს მარკის ავტომანქანის გაქურდვას ცდილობდა, რა დროსაც შემოვლაზე მყოფმა სამართალდამცველებმა დააკავეს.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბეჭდვა