„ხორავას ქუჩის საქმეზე“ საგამოძებო კომისია დღეს გლდანის ციხეში არასრულწლოვნებს გამოკითხავს
„ხორავას ქუჩის საქმეზე“ საგამოძებო კომისია დღეს გლდანის ციხეში არასრულწლოვნებს გამოკითხავს
11:10 31.07.2018
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრები დღეს გლდანის ციხეში არასრულწლოვნებს გამოკითხავენ.
კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, თუ რა ინფორმაციას ფლობენ ეს მოზარდები, რადგან ისინი კონფლიქტის უშუალო მონაწილეები არიან.
„შეხვედრა მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ ჩხუბში. მნიშვნელოვანია იმ ინფორმაციის მიღება, რომელთა ნაწილიც მათ სასამართლოზეც მოყვნენ. შესაძლოა იყოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც მათ ჯერ ბოლომდე ან სრულად არ გაუცვნიათ სასამართლოსთვის“- აცხადებს კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე.



ბეჭდვა