ფოთში ორი ადამიანი დაიხჩო
ფოთში ორი ადამიანი დაიხჩო
10:38 31.07.2018
ფოთში, მალთაყვას სანაპიროზე უბედური შემთხვევის შედეგად შუახნის ასაკის ორი ადამიანი დაიხრჩო.
არსებული ინფორმაციით, ისინი ერთი ოჯახის წევრები იყვნენ და ფოთში დასასვენებლად იმყოფებოდნენ.
„ფოთში იყო 4 ბალიანი შტორმი, რის გამოც არ შეიძლებოდა წყალშ ბანაობა. ხალხი არ გვიჯერებდა, მაინც შედიოდა წყალში. ვერ მოვახერხეთ მათი გადარჩენა. ერთი იყო ნასვამი, მეორეს კი გული გაუსკდა“- განაცხადა მაშველმა.

ბეჭდვა