კახეთში ძმამ ძმა დაჭრა
კახეთში ძმამ ძმა დაჭრა
11:10 30.07.2018
კახეთში ძმამ საკუთარი ძმა ცივი იარაღით კისრის არეში დაჭრა.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ინციდენტს წინ ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა.
მომხდარის სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.
საქმეზე გამოძიება განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

ბეჭდვა