შალვა თადუმაძე: მე არასოდეს არ დავიცავ საკუთარ თავს, მე დავიცავ კანონს
შალვა თადუმაძე: მე არასოდეს არ დავიცავ საკუთარ თავს, მე დავიცავ კანონს
18:40 24.07.2018
კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" გამართულ ფორუმზე მთავარმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ განაცხადა, რომ თანახამაა ნებისმიერი ანგარიშგების ფორმატზე.

„მე არასოდეს არ დავიცავ საკუთარ თავს, მე დავიცავ კანონს, ასე ვცხოვრობდი და მომავალშიც ასე ვაპირებ ცხოვრებას, ამიტომ ნებისმიერი ანგარიშგების ფორმატზე თანახმა ვარ, ნებისმიერი ფორმატისა, რომელშიც მაქსიმალური ჩართულობა იქნება, როგორც საპარლამენტო კონტროლის, ასევე სამოქალაქო დემოკრატიული კონტროლის და ნებისმიერ შემოთავაზებაზე ჩვენ შეგვიძლია საჯაროდაც, დახურულ ფორმატშიც ვიმსჯელოთ, იმიტომ, რომ მთავარ პროკურატურას ქონდეს მაღალი ნდობის ხარისხი“ - განაცხადა საქართველოს მთავარმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ.



ბეჭდვა