საქართველოს მთავარმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ კოალიცია "დამოუკიდებელი და
გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" გამართულ ფორუმზე აღკვეთის ღონისძიების რეფორმასთან დაკავშირებით დისკუსიის ფორმატში განაცხადა, რომ არა თუ აღკვეთის ღონისძიებების რეფორმის განხორციელებას, არამედ ზოგადად საპროცესო და სისხლის სამართლის კოდექსის რეგულირების ზეგავლენის შეფასებას და პრობლემური საკითხების ინიცირებას გეგმავს.
„ არათუ აღკვეთის ღონისძიებების რეფორმის განხორციელებას ვგეგმავ, არამედ, ზოგადად ვგეგმავ საპროცესო და სისხლის სამართლის კოდექსის რეგულირების ზეგავლენის შეფასებას და ყველა იმ პრობლემური საკითხის ინიცირებასა და საზოგადოებრივ განხილვას, რომელიც დაკავშირებულია ერთის მხრივ სისხლის სამართლის პოლიტიკასთან და მეორეს მხრივ საპროკურორო საქმიანობასთან“ -აღნიშნა შალვა თადუმაძემ.
