შალვა თადუმაძე: მჭირდება ცოტა დრო და ბევრი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მხარდაჭერას, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობა დამკვიდრდეს
შალვა თადუმაძე: მჭირდება ცოტა დრო და ბევრი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მხარდაჭერას, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობა დამკვიდრდეს
18:23 24.07.2018
საქართველოს მთავარი პროკურორის, შალვა თადუმაძის განცხადებით, მას ცოტა დრო და ბევრი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მხარდაჭერა სჭირდება იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში კანონის უზენაესობა დამკვიდრდეს.

ეს განცხადება თადუმაძემ კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ გამართულ ფორუმზე გააკეთა.

„მჭირდება ცოტა დრო და ბევრი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მხარდაჭერა იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში კანონის უზენაესობა დამკვიდრდეს და კანონის წინაშე ყველას თანასწორობა განისაზღვროს“ - განაცხადა მთავარმა პროკურორმა.

ბეჭდვა