„ხორავას ქუჩის საქმის“ საგამოძიებო კომისია დღეს ორ მოზარდს გამოკითხავს
„ხორავას ქუჩის საქმის“ საგამოძიებო კომისია დღეს ორ მოზარდს გამოკითხავს
10:30 24.07.2018
ხორავას ქუჩაზე მოზრადების მკვლელობის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო ჯგუფი დღეს ორ მოზარდს გამოკითხავს.
არსებული ინფორმაციით, ორივე მათგანი ტრაგედიის უშუალო შემსწრეა.
„ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია სხვადასხვა მოწმისგან, თუმცა რაიმე ისეთი ფაქტი, რომელიც შეცვლიდა ვერსიას, რომ გამოიკვეთა ვიღაც კონკრეტული, რომელიც აქამდე არ ჩანდა, არ ფიქსირდება. თუმცა არის ჩვენებები, რომლებიც ერთმანეთს არ ემთხვევა“- განაცხადა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, ხორავას ქუჩაზე 1- ელ დეკებერს ორი მოზარდი მოკლეს. საქმეზე ბრალდებული იყო ორი პირი, თუმცა გამოძიება კვლავ გრძელდება.

ბეჭდვა