„ხორავას ქუჩის საქმის“ საგამოძიებო კომისიაში დღეს პროკურატურის თანამშრომლებს გამოკითხავენ
„ხორავას ქუჩის საქმის“ საგამოძიებო კომისიაში დღეს პროკურატურის თანამშრომლებს გამოკითხავენ
11:01 23.07.2018
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში პროკურატურის თანამშრომლებს გამოკითხავენ.
საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის განცხადებით, დეპუტატების კითხვები პროკურაკურატურის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს შეეხება.
„იქნება შეხვედრა პროკურატურის წრამომადგენლებთან. ის მაღალჩინოსნები გამოიკითხებიან, რომლებიც ამ საქმეზე მუშაობდნენ. კითხვები შეეხება პროკურატურის ვერსიას და ასევე იმ საგამოძიებო მოქმედებებს, რომელიც იყო ან არ იყო ჩატარებული“- განაცხადა საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ.
აღსანიშნავია, რომ კომისიის წევრებმა უკვე დაკითხეს გლდანის ციხეში წინასწარ პატიმრობაში მყოფი მირზა სუბელიანი და თენგიზ კალანდია.


ბეჭდვა