გიორგი მღებრიშვილმა თანამდებობა დატოვა
გიორგი მღებრიშვილმა თანამდებობა დატოვა
18:09 20.07.2018
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი მღებრიშვილმა თანამდებობა დატოვა.
ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, მღებრიშვილმა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს დღეს თავად მიმართა გადადგომის მოთხოვნით, რაც ბახტაძემ დააკმაყოფილა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის მოვალეობას ამ ეტაპზე შალვა ხუციშვილი შეასრულებს.

ბეჭდვა