თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი
გარდაიცვალა.
„თბილსერვის ჯგუფის“ დასუფთავების მანქანას მერსედესის მარკის მიკროავტობუსი შეეჯახა.
შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ნაგვის ურნასთან გაჩერდნენ.
არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლს, სავარაუდოდ, ჩაეძინა.
შემთხვევის შედეგად დაშავდა კიდევ ორი პირი.
ექიმის განცხადებით, ავარიის შედეგად დაზარალებული ორი პირი ამ დრომდე დაკვირვების ქვეშ იმყოფება და მათ სხეულის მრავლობითი დაჟეჟილობა აღენიშნებათ.
„ერთ-ერთ 33 წლის მამაკაცს გულმკერდის დახურული ტრამვა, რბილი ქსოვილების, ასევე, ორივე მუხლის დაჟეჟილობა აღენიშნება. მეორე, 53 წლის მამაკაცს წელის მიდამოს დახურული ტრამვა, რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა და სხეულის მრავლობითი ექსკორიაცია აღენიშნება. ორივე პაციენტი ამჟამად იმყოფება დაკვირვების ქვეშ და კვლევის პროცესში“ - გიორგი ბარნაბიშვილი.
გამოძიოება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინაროებს.
