გორში ტრაილერი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა
გორში ტრაილერი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა
10:30 20.07.2018
გორის გვირაბთან ტრაილერი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და სანიაღვრე არხში ჩავარდა.
ტრაილერი დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობდა.
შემთხვევის შედეგად დაღუპულები არ არიან.
არსებული ინფორმაციით, ტრაილერი, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.


ბეჭდვა