პროკურორობის კანდიდატის, შალვა თადუმაძის განცხადებით, სამართლიანობის აღდგენის მხრივ ქვეყანას
დიდი გამოწვევები აქვს.
ამის შესახებ თადუმაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
„სამართლიანობის აღდგენის ნაწილში, ბუნებრივია, გამოწვევა დიდია, მოლოდინიც დიდია და მემკვიდრეობა საკმაოდ მძიმე. საჯარო ინფორმაციის საფუძველზე, დღეის მდგომარეობით საქართველოს პროკურატურაში შეტანილია 52 ათას 530 საჩივარი სამართლიანობის მოთხოვნის მიზნით, გესმით ალბათ, ეს რა გამოწვევაა სახელმწიფოსთვის, როდესაც მოძალადე პროკურატურის პირობებში მივიღეთ 52 ათას 530 ადამაინი, ვისაც განცდა აქვს, რომ ქვეყანაში უსამართლობა არსებობდა. დღეს ჩამოყალიბებული სტრუქტურა მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფს სამართალს, თუმცა ტემპი საკმაოდ დაბალია“- განაცხადა თადუმაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა დღეს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე შალვა თადუმაძის კანდიდატურას კენჭი უნდა უყაროს.
