სასამართლო სისტემაში კომერციული პალატები ჩამოყალიბდება
სასამართლო სისტემაში კომერციული პალატები ჩამოყალიბდება
15:17 14.07.2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, საერთო სასამართლოების სისტემაში კომერციული პალატები ჩამოყალიბდება.

ეს განცხადება პრემიერმა პარლამენტში გააკეთა, სადაც დეპუტატებს სამთავრობო პროგრამა გააცნო და აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ცვლილებები უკვე მომზადებულია და უახლოეს მომავალში საკონსულტაციოდ იქნება წარდგენილი.

“ვერცერთ ეკონომიკურ რეფორმას ვერ ექნება ეფექტი, თუ ეს ძირეული რეფორმა არ განვახორციელეთ. ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, მსგავსი ტიპის დავებზე რაც შეიძლება მოკლე დრო იხარჯებოდეს. მხედველობაში არ მაქვს მხოლოდ დავები ბიზნეს სუბიექტებს შორის, მხედველობაში მაქვს დავები საგადასახადო ორგანოებსა და კერძო სექტორს შორისაც“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ბეჭდვა