„ხორავას ქუჩის საქმის“ საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის განცხადებით, დღეს
სხდომაზე 51-ე სკოლის ის მოსწავლეები დაიკითხებიან, რომლებიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის უშუალო მონაწილეები არიან.
მისივე თქმით, ეს არასრულწლოვნები კომისიის წევრებს საინტერესო და ვრცელ ინფორმაციას აწვდიან.
„ეს ადამიანები, რომლებიც დღეს დაიკითხებიან, არიან უშუალოდ ინციდენტში მონაწილე პირები, მაგრამ ესენი არ არიან პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეები. ესენი არიან 51-ე სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ტრაგედიის დროს ხორავას ქუჩაზე იყვნენ.
ეს არასრულწლოვნები გვაწვდიან საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას, მათ შორს, ნაწილი ემთხვევა მანამდე, რაც ჩვენებებში იყო იმ ცნობებს, ნაწილი კი უფრო განვრცობილია“- განაცხადა კაპანაძემ.
