ამერიკელი ტურისტების მკვლელობისთვის დაკავებულ მწყემს დღეს ბრალს წაუყენებენ
ამერიკელი ტურისტების მკვლელობისთვის დაკავებულ მწყემს დღეს ბრალს წაუყენებენ
10:09 10.07.2018
ხადას ხეობაში, ამერიკელი ტურისტების მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ 19 წლის მწყემსს დღეს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ.
სასამართლო დღესვე იმსჯელებს მისთვის აღმკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე.
დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.
„ვერსია განსხვავებულია მედიაში გავრცელებული ინფორმაციისგან. არ აღიარებს. სახის არეში აღენიშნება დაზიანებები. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ“- განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ ხადას ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმარი და მათი შვილი რამდენიმე დღის წინ დაიკარგა, რის შემდეგაც ქალი და მამაკაცი გარდაცვლილები მეორე დღესვე იპოვეს, 4 წლის ბიჭის ცხედარს კი გუშინ მიაკვლიეს. 19 წლის მწყემსი ცხელ კვალზე დააკავეს.

ბეჭდვა