არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელის, ზვიად
კუპრავას ბრალი დღეს ოფიციალურად წაუყენეს.
კუპრავას მოსამართლის უპატივცემულობაში ადანაშაულებენ.
„ესაა ოფიციალური ბრალდება, სადაც წერია: პოლიციის მუშაკთა არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, კუპრავამ უარი განაცხადა სხდომის დარბაზში დაბრუნებაზე და დროის გაჭიანურების მიზნით სხვა პირის თეფშიდან განაგრძო საკვების მიღება“- განაცხადა კუპრავამ.
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოში დაახლოებით ერთი თვის წინ ზვიად კუპრავასა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული შესვენების შემდეგ სასადილოში მყოფი კუპრავა სამართალდამცველებმა დარბაზში ძალის გამოყენებით აიყვანეს.
