თბილისში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სამკაციანი
ჯგუფის წევრები არასრულწლოვნებს გაესაუბრებიან.
სამკაციანი ჯგუფების ფარგლებში გამოკითხავენ მანდატურებსაც.
„ჩვენ ვიღებთ კონკრეტულ ინფორმაციას, რომელზეც კომენტარს ჯერჯერობით არ ვაკეთებთ, რადგან შემდეგ ეს ინფორმაცია უნდა იქნას გაანალიზებული და ჩასმული კონტექსტში იმ საქმის მასალებში, რომელიც ჩვენ გვაქვს, რათა შემდეგ დაიდოს დასკვნა, რომელიც შეაფასებს იმას თუ რა მოხდა ხორავას ქუჩაზე და შემდეგ როგორ წარიმართა მოვლენები“-განაცხადა კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძემ.
