ზვიად კუპრავას სასამართლოს სასადილოს ინციდენტზე დღეს ბრალს წაუყენებენ
ზვიად კუპრავას სასამართლოს სასადილოს ინციდენტზე დღეს ბრალს წაუყენებენ
10:26 09.07.2018
თბილისის საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დღეს ზვიად კუპრავას ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ.
კუპრავა ვაკე-საბურთალოს სამმართველოში 12:00 საათზე უნდა მივიდეს.
ზვიად კუპრავას განცხადებით, აღნიშნული ფაქტი მის მიმართ პოლიტიკური დევნაა.


„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის არც ერთი მუხლი არასდროს არ დამირღვევია. სამართლებრივადაც აბსურდია, რადგან სასამართლო დარბაზში არ ყოფილა ეს ყველაფერი, იყო სასადილოში და მოსამართლეების შეურაცხყოფა არ ხდება სასადილოებში, რესტორნებში, კაფე ბარებში და ასე შემდეგ. შემადგენლობა უნდა იყოს სასამართლოსი. თავად ვიყავი დაზარალებული, როდესაც საჭმლის ჭამა არ მაცადა პოლიციამ. მიუხედავად ამისა აქეთ მიყენებენ ბრალს. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური დევნა ჩემ მიმართ“-აცხადებს ზვიად კუპრავა.
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოში დაახლოებით ერთი თვის წინ ზვიად კუპრავასა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული შესვენების შემდეგ სასადილოში მყოფი კუპრავა სამართალდამცველებმა დარბაზში ძალის გამოყენებით აიყვანეს.

ბეჭდვა