შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს კარიერის დაგეგმვის ცენტრის მოსწავლეები ესტუმრნენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს კარიერის დაგეგმვის ცენტრის მოსწავლეები ესტუმრნენ
15:04 08.07.2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს კრიმინალისტიკით და სამართლის სფეროთი დაინტერესებული ახალგაზრდები ეწვივნენ.

ვიზიტი კარიერის დაგეგმვის ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით განხორციელდა. სტუმრებმა პროფესიონალი ექსპერტ-კრიმინალისტების დახმარებით იმიტირებული შემთხვევა გამოიძიეს. ვიზიტის განმავლობაში ახალგაზრდები ექსპერტ-კრიმინალისტების საქმიანობის სპეციფიკას, მათ სამუშაო გარემოს და პირობებს გაეცნენ.

ღონისძიების მიზანი იყო სამართლის სფეროთი და კრიმინალისტიკით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, სამომავლოდ ექსპერტ-კრიმინალისტის პროფესიის არჩევის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის საქმიანობის დეტალურად გაცნობა და მოტივაციის ამაღლება.

ბეჭდვა