კომპანია „ბაუ სტარი“ „დინამო თბილისის“ წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
კომპანია „ბაუ სტარი“ „დინამო თბილისის“ წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
20:09 07.07.2018
კომპანია „ბაუ სტარი“ „დინამო თბილისის“ წინააღმდეგ ახალ სასამართლო სარჩელს ამზადებს, რაც სამოქალაქო კოდექსის 18 მუხლის თანახმად, საქმიანი რეპუტაციის შელახვით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას გულისხმობს.

კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, „თბილისის დინამოს“ ხელმძღვანელის რომან ფიფიას დავალებით გუშინ, მორიგი სიცრუე გავრცელდა. „დიღმის მწვანე ქალაქის“ დემონტაჟის შესახებ 2018 წლის 31 მაისის, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში არასდროს არ შესულა. მოსამართლის გადაწყვეტილება „დინამო თბილისის“ წარმომადგენლობამ მედიას არასრულად მიაწოდა და მოსამართლის განჩინების 4 და 5 პუნქტი შეგნებულად დამალა, სადაც განმარტებულია, რომ გასაჩივრების შემთხვევაში დემონტაჟის შესახებ, გადაწყვეტილება ძალაში არ შედის და განხილვა გრძელდება.

„ასეთი გადაწყვეტილება მოსამართლემ მხოლოდ იმის გამო გამოიტანა, რომ პროცესს „ ბაუ სტარის“ მხარე არ დასწრებია, ვინაიდა კომპანია „ბაუ სტარს“ სასამართლო უწყება გაუგებრობით თუ გამიზნულად არ მიუვიდა.

მას შემდეგ რაც პროცესში ჩვენი იურისტები ჩაერთთვნენ, გადაწყვეტილება 2018 წლის 13 ივნისს საქალაქო სასამართლოს კოლეგიაში გასაჩივრდა და პროცესი გრძელდება. ბმული

ეს არ აის პირველი შემთხვევა როდესაც რომან ფიფია კომპანიის წინააღმდეგ დეზინფორმაციას ავრცელებს.

კომპანია იღებს ვალდებულებას ახალი სასამართლო სარჩელი მოამზადოს , რადგან ჩვენი მობინადრეები მუდმივად სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებიან და მათ მორალური ზიანი ადგებათ“-აცხადებენ კომპანიაში.

ბეჭდვა