რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახრისის მკვიდრი, 30 წლის პაატა
არაქელოვი გაიტაცეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, არაქელოვი სახლიდან ნასვამი გასულა და ზემო არცევის ტერიტორიაზე ე.წ. საზღვარი გადაუკვეთავს, რა დროსაც ოკუპანტებმა მამაკაცი დააკავეს.
"მთვრალი ყოფილა, ავიდა გადალახა ე.წ. საზღვარი, რა დროსაც დაიჭირეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს"-განაცხადა გატაცებულის თანასოფლელმა.
ფაქტთან დაკავშირებით ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია.
