წალენჯიხაში ორი დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო დაილუქა
წალენჯიხაში ორი დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო დაილუქა
10:11 06.07.2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ორი დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მუჟავასა და ჭალეში, მოქალაქეების საცხოვრებელ ეზოებში, ლენტური ტიპის სახერხი დანადგარები დაფიქსირდა.

სახერხი დანადგარები, 2 ერთეული წიწვოვანი სახეობის დაუფირნიშებელი მორი da 10 ერთეული პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი დაილუქა.

ფაქტები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირებისათვის, შინაგან საქმეთა სამინიტროში გადაიგზავნება.

ბეჭდვა