პირი, რომელმაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომწამვლელი ნივთიერება დაღვარა სუს-მა დააკავა
პირი, რომელმაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომწამვლელი ნივთიერება დაღვარა სუს-მა დააკავა
18:54 04.07.2018
პირი, რომელმაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომწამვლელი ნივთიერება დაღვარა, დაკავებულია - ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დიმიტრი ბ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დიმიტრი ბ-მ 2018 წლის 2 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაფრენის დარბაზში მდებარე ერთ-ერთი ავიაკომპანიის სალაროს ოფისში ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერების შემცველი სითხე დააქცია“-ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი აწარმოებს.

ბეჭდვა