თბილისში ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა
თბილისში ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა
10:09 04.07.2018
თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე ავტოავარიის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.
მომხდარის გამო 6 ავტომობილი დაზიანდა.
შემთხვევის შედეგად დაღუპულები არ არიან.
ავარიის სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.
საქმეზე გამოძიება უკვე დაიწყო.

ბეჭდვა