ხორავას ქუჩის საქმეზე საგამოძიებო კომისიაში შსს-ს თანამშრომლების გამოკითხვა გაგრძელდება
ხორავას ქუჩის საქმეზე საგამოძიებო კომისიაში შსს-ს თანამშრომლების გამოკითხვა გაგრძელდება
10:24 03.07.2018
ხორავას ქუჩის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისია დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების გამოკითხვას განაგრძობს.
დეპუტატები გამომძიებელს, დეტექტივების სამმართველოსა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსებს გამოკითხავენ.
აღსანიშნავია, რომ მათ კომისიის კითხვებს გუშინაც უპასუხეს.



ბეჭდვა