ხორავას ქუჩაზე გარდაცვლილი მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში
პროტესტს განაგრძობს.
სარალიძე მიხეილ კალადიას დაკავებას ითხოვს.
მისი განცხადებით, სანამ მისი მოთხოვნები არ შესრულდება პროტესტს არ შეწყვეტს.
„დღევანდელი ჩემი მოთხოვნა არის კალანდიას დაკავება, რაც უკვე გამოიკვეთა საქმის მასალებიდან. ფაქტია, რომ ყველა ცდილობს კალანდიას ხელი დააფაროს, სუბელიანს ხელი დააფაროს, გამოძვრინონ ამ საქმიდან. არ უნდათ მკვლელების დაჭერა, არ უნდათ ხელის დამფარებლების დაჭერა. გახარიამ რომ ეს საქმე არ იცის და არ იცოდა, ეს ტყუილია. აქ ვიქნები სანამ არ შესრულდება ჩემი მოთხოვნები,“-აცხადებს ზაზა სარალიძე.
შეგახსენებთ, სარალიძე შსს-ს ეზოში პროტესტის ნიშნად გუშინ მივიდა.
