ზაზა სარალიძე შიმშილობის ფაქტს უარყოფს
ზაზა სარალიძე შიმშილობის ფაქტს უარყოფს
17:18 02.07.2018
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე შიმშილობის დაწყებას უარყოფს.
სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში პროტესტის ნიშნად იმყოფება, სადაც მიხეილ კალანდიას დაკავებას ითხოვს.
სარალიძემ პროტეტი მას შემდეგ დაიწყო, რაც კრიმინალური პოლიციის უფროსს შეხვდა, კალანდიას დაკავება მოსთხოვა, თუმცა უარი მიიღო.
„ერთი თვე მივეცი დრო და ველოდებოდი. რა გააკეთეს?! არაფერიც არ გაუკეთებიათ. არც აპირებენ რამის გაკეთებას. შსს აფარებს მკვლელს ხელს. სანამ არ დაიჭერენ ჩემი შვილის მკვლელს და აქ არ გამოატარებენ კალანდია, არ წავალ აქედან“- განაცხადა სარალიძემ.


ბეჭდვა