"სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" წარმომადგენლები მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილის დასჯას ითხოვენ
"სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" წარმომადგენლები მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილის დასჯას ითხოვენ
16:31 28.02.2012
სამოქალაქო მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილის დასჯის  მოთხოვნით მიმართავს.
მიზეზს მოძრაობა სპეციალურ განცხადებაში განმარტავს. მასში აღნიშნულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილებოდა.
"აღნიშნულ საქმეში მსჯავრდებულების, დავით ფაცაციასა და მიხეილ მესხის დასაცავად ჩვენი ორგანიზაციის ადვოკატი ვლადიმერ მაჭარაშვილი ჩაერთო. სასამართლოს შენობაში მისვლისთანავე მან მანდატურის მეშვეობით მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილს შეატყობინა, რომ დავით ფაცაციას და მიხეილ მესხის ადვოკატი იყო და მათი დაცვა უნდა განეხორციელებინა", - ნათქვამია განცახდებაში.
"სოლიდარობა უკანონო პატიმრების" წარმომადგენლების განცხადებით, გვრიტიშვილმა უხეშად დაარღვია ადვოკატ ვლადიმერ მაჭარაშვილის უფლებები და უკანონოდ შეუზღუდა დაცვის შესაძლებლობა.
"მივმართავთ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს კონსტანტინე კუბლაშვილს დაიწყოს დისციპლინური დევნა მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილის უკანონო ქმედებაზე"- აცხადებენ მოძრაობაში.

ბეჭდვა