ხაშურში, ხელოვნურ წყალსაცავში ორი მოზარდის ცხედარი იპოვეს
ხაშურში, ხელოვნურ წყალსაცავში ორი მოზარდის ცხედარი იპოვეს
11:30 02.07.2018
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მიმდებარედ, ხელოვნურ წყალსაცავში ორი 12 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, მოზარდები წყალსაცავში საბანაოდ შევიდნენ, ნაპირზე კი მათი ტანსაცმელი, ველოსიპედები და მობილური ტელეფონები იპოვეს.

ორივე მათგანი ხაშურში ცხოვრობდა და მე-9 სკოლაში სწავლობდა.

ბეჭდვა