რუსმა სამხედროებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს
რუსმა სამხედროებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს
18:26 29.06.2018
რუსმა ოკუპანტებმა კასპის რაიონის სოფელ საკორინთლოდან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, 94 წლის გოდა ღარიბაშვილი გაიტაცეს.

არსებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირებმა გოდა ღარიბაშვილი საკუთარი ბაღიდან იმ დროს გაიტაცეს, როდესაც მოხუცი კარმიდამოს ამუშავებდა.
ბეჭდვა