ჭიათურაში, კარიერზე ქვიშის ჩამოშლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ქვიშაში ტრაქტორით მუშაობისას დროს მოყვა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო “ნიუსპრესს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო სამშენებლო, ან სხვა სამუშოების დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.
