ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია
მუშაობას დღეს, 15:00 საათზე განაახლებს.
კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ის სხდომაზე დააყენებს საკითს, რათა კომისიამ სამართალდამცავი ორგანოების მიმართ რეკომენდაციები შეიმუშაოს.
მისივე განცხადებით, პირველ დეკემბერს მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დროს, კიდევ ერთი ახალგაზრდა, გ.მ. დაიჭრა, თუმცა ამ საქმის გამოძიება არ მომხდარა.
"ჩემ მიერ იქნა შეთავაზებული კომისიისთვის რომ მივმართოთ რეკომენდაციებით შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას. გ.მ. იქნა დაჭრილი პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე, თუმცა ამ კუთხით არც ცალკე ყოფილა საქმე გამოყოფილი და გამოძიებული.
მეორე, ეს არის ერთი-ერთის მოზარდის, ასევე გ.მ.-ს მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყება. ამასთან დაკავშირებით კონკრეტული ფაქტები არსებობს საქმეში და ჩვენ მიგვაჩნია, რომე ეს იქნება სწორი ნაბიჯი"- განაცხადა კაპანაძემ.
