პოლიციამ წეროვანთან მომხდარი ავარიის გამო ტრაილერის მძღოლი დააკავა
პოლიციამ წეროვანთან მომხდარი ავარიის გამო ტრაილერის მძღოლი დააკავა
09:00 26.06.2018
სატვირთო ტრაილერის მძღოლი, რომელიც გუშინ წეროვანში ცენტრალურ მაგისტრალზე გაჩერებულ მიკროავტობუსს შეეჯახა, დააკავეს.
დაკავებული თურქეთის მოქალაქეა. მას ბრალი, სავარაუდოდ, ხვალ წარედგინება.
ავარიის შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 18 ადამიანი. აქედან სამის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულებს შორის არიან ბავშვებიც.

ბეჭდვა