ხორავას ქუჩის ძირითადი საქმიდან გამოყოფილ საქმეზე ერთი პირი დააკავეს
 ხორავას ქუჩის ძირითადი საქმიდან გამოყოფილ საქმეზე ერთი პირი დააკავეს
18:09 08.06.2018
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ახალი მტკიცებულებების გათვალისწინებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით დაკავებულია 1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მერაბ მორჩაძის დაკავება განხორციელდა მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი იმ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელზეც გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს.

ბეჭდვა