საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია საქართველოს პარლამენტის წევრს და
სპეციალური საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელს სერგი კაპანაძეს და კომისიის წევრს ელენე ხოშტარიას შეხვდა.
ომბუდსმენის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს არასრულწლოვანი დავით სარალიძის მკვლელობის გამოძიების მიმდინარეობა, საგამოძიებო კომისიის მუშაობის გეგმები და პრიორიტეტები, ასევე, სახალხო დამცველისა და კომისიის თანამშრომლობისა და კოორდინაციის საკითხები.
