კობა კობახიძე - უკანონო შემოწირულობები რომც განხორცილებულიყო, ფაქტი აუდიტის სამსახურს უნდა შეესწავლა და არა პოლიციას
კობა კობახიძე - უკანონო შემოწირულობები რომც განხორცილებულიყო, ფაქტი აუდიტის სამსახურს უნდა შეესწავლა და არა პოლიციას
15:58 17.07.2012
კონსერვატორული პარტიის აღმასრულებელი მდივანის მერაბ კაჭახიძის ადვოკატის კობა კობახიძის განცხადებით, უკანონო შემოწირულობები, რომც განხორცილებულიყო ფაქტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურს უნდა შეესწავლა და არა პოლიციას.  
მისი განმარტებით, „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის მიხედვით, თუ რაიმე თვალთმაქცური გაგრიგება მოხდა პარტიაში შემოწირულობების ან პარტიული საწევრობის შეტანასთან დაკავშირებით, ამას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამოწმებს, რომელსაც ფიზიკური პირის დაჯარიმების უფლება აქვს.
„პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 1641 მუხლი მიანიჭა. ეს უკანონობაა, რადგან კაჭახიძეს კრიმინალი არ ჩაუდენია“ - აღნიშნა ადვოკატმა.
კობახიძემ გამომძიებელს და პროკურორს „პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონის წაკითხვა ურჩია.
კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრებს მერაბ კაჭახიძეს, თეიმურაზ შეყლაშვილს და ტარიელ ქარდავას ბრალს კანონით დადგენილ შეზღუდვაზე თავის არიდებისთვის, თვალთმაქცური გარიგების დადებისთვის წაუყენებენ.

შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება, „პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონით დადგენილი შეზღუდვისთვის თავის არიდების მიზნით, თვალთმაქცური გარიგების დადების ფაქტზე 2012 წლის მაისში დაიწყო.

ბეჭდვა