კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო იურიდიული კომპანია Skadden-ის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრას Skadden-ის ლონდონის ოფისის ხელმძღვანელი დევიდ ჰერლიხი და ვაშინგტონის ოფისის ხელმძღვანელი გრეგორი ბესტორ გრეგი ესწრებოდნენ.
„ეს ფირმა დაიცავს ბიძინა ივანიშვილის და სხვა უცხოელ ინვესტორთა უფლებებს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ დაარღვია გასული წლის ოქტომბრიდან დღემდე. მათ უკვე შეიწავლეს მასალები და აქვთ ჩამოყალიბებული პოზიცია და უახლოეს მომავალში დაიწყებენ დავას მსოფლიო ბანკთან არსებულ საერთაშორისო დავათა განხილვის მსოფლიო ცენტრში“- განაცხადა კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ კბილაშვილმა.
კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ გრეგორი გრეგი თეთრი სახლის იურისტთა ჯგუფის ხელმძღვანელი 1998 წელს იყო. 2009-2010 წლებში კი - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას პირადი მრჩეველი.
რაც შეეხება Skadden-ს, იგი საერთაშორისო იურიდიული კომპანიაა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში 2012 წლის საუკეთესო იურიდიულ კომპანიად დასახელდა.
