საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამასთან,
ზაზა სარალიძესთან მედიის თანდასწრებით შეხვედრაზე უარი განაცხადა.
ამის შესახებ სარალიძეს პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა აცნობა.
„სამწუხაროდ, მედია ვერ შემოვა ამ შეხვედრაზე. თქვენ თუ გსურთ შემოსვლა, შემობრძანდით. შეხვედრაზე ისეთ დეტალებზე იქნება საუბარი, რომ არაა საჭირო ამ ეტაპზე მედიაში გაჟღერდეს“ - განაცხადა ნათია სუხიაშვილმა.
აღნიშნულ შეთავაზებაზე სარალიძემ უარი თქვა და განაცხადა, რომ შოთაძეს მხოლოდ მედიის თანდასწრებით შეხვდება.
„არავითარი დახურული სხდომა, მარტო მე არა, მხოლოდ ჟურნალისტების თანდასწრებით“-განაცხადა ზაზა სარალიძემ.
