პროკურატურასთან აქციას 51-ე სკოლის მოსწავლეები შეუერთდნენ
პროკურატურასთან აქციას 51-ე სკოლის მოსწავლეები შეუერთდნენ
15:50 31.05.2018
საქართველოს მთავარ პროკურატურასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 51-ე სკოლის მოსწავლეები მივიდნენ.
აქტივისტები ირაკლი შოთაძის გადაყენებასა და დავით სარალიძის მკვლელების დაკავებას მოითხოვენ.
„არ გვაინტერესებს, რომელი მაღალი თანამდებობის პირებთან არიან ისინი კავშირში. ეს არ არის ჩვენთვის საინტერესო. საინტერესო ისაა, რომ დათოს მკვლელები დადიან გარეთ, დათოს მკვლელები უნდა დაიჭირონ ან ეს სისტემა უნდა დაინგრეს“- განაცხადა ერთ-ერთმა მოსწავლემ.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეზე სასამართლომ ერთი ბრალდებული ლევან დადუნაშვილის მიმართ დამნაშავედ ცნო, ხოლო დავით სარალიძის საქმეზე გაამართლა. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, სარალიძესთან მიმართებით იგი დამნაშავედ ცნეს, თუმცა ბრალი გადაუკვალიფიცირეს.

ბეჭდვა