ხობში მამაკაცმა სავარაუდოდ ორი პირი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა
ხობში მამაკაცმა სავარაუდოდ ორი პირი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა
14:44 30.05.2018
ხობის რაიონის სოფელ პირველ მაისში მამაკაცმა, სავარაუდოდ, ჯერ ორი პირი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
ინციდენტი ცოტა ხნის წინ მოხდა.
„სამ ახალგაზრდა ბიჭს, რომლებიც სუფრასთან ისხდენენ, თავში აქვთ მოხვედრილი ტყვია. სამივე გარდაცვლილია, ვინ ისროლა არავინ იცის, იარაღი იქვე აგდია. ვარაუდია, რომ გათამაშებაში მოხდა ეს ყველაფერი. ვის სახლშიც მოხდა, ის დაცვის პოლიციაში მუშაობდა ფოთში“- განაცხადა ადგილობრივმა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში მკლვლელობას გულისხმობს.

ბეჭდვა