„ქართული ოცნების“ სამ წევრს ბრალს დღეს წაუყენებენ
„ქართული ოცნების“ სამ წევრს ბრალს დღეს წაუყენებენ
11:37 17.07.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ დაკავებულ სამ წევრს ბრალს დღეს წაუყენებენ.
როგორც „ნიუსპრესს“ „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში განუცხადეს, დაკავებულებიდან ერთი „კონსერვატიული“ პარტიის აღმასრულებელი მდივანი მერაბ კაჭახიძე, ხოლო თეიმურაზ შეყლაშვილი და ტარიელ ქარდავა „ეროვნული ფორუმის“ გლდანის რაიონული ორგანიზაციის წევრები არიან.
მათი ინფორმაციით, „ეროვნული ფორუმის“ წევრებს განუმარტეს, რომ მათი დაკავება ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტს უკავშირდება.
რაც შეეხება მერაბ კაჭახიძეს, პრესსამსახურის ინფორმაციით, ის ე.წ თვალთმაქცური გარიგებისთვის დააკავეს.
სამართალდამცავებს დაკავებულებისთვის არ დაუკონკრეტებიათ, თუ რა ფაქტებზეა საუბარი.
ეჭვმიტანილები დიღომში, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. ისინი გვიან ღამით დააკავეს.

ბეჭდვა