საქართველოს სახელმწიფოს ადვოკატის, როდნი დიქსონის განცხადებით, სტრასბურგში ევროპულ
სასამართლოში რუსეთის მხარემ განაცხადა, რომ მათი ჯარი საქართველოდან გასულია.
მისივე თქმით, სასამართლოში რუსეთის მიერ ამის მტკიცება, სამარცხვინოა.
„გადაწყეტილების მიღებას გარკვეული დრო დასჭირდება. ჩვენ ჩვენი არგუმენტები წარვუდგინეთ. რუსეთის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთის ჯარი საქართველოდან გასულია, თუმცა მტკიცებულება საპირისპიროა. მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ რუსეთის ჯარი საქართველოში რჩება. აკონტროლებს მას და ავლებს მავთულხლართებს. ასეთ ინსტიტუტში ამის მტკიცება, რომ ეს ყველაფერი არ მომხდარა, სამარცხვინოა“- განაცხადა დიქსონმა.
შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლო საქმის განხილვას „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“ აგრძელებს. მოსმენა უკვე დასრულდა და მოსამართლეები გადაწყვეტილების გამოსატანად გავიდნენ.
