ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს
ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს
10:11 21.05.2018
ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, რუსმა ოკუპანტებმა ქუთაისში მცხოვრები მამაკაცი, ალექსანდრე ნაცვლიშვილი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე მაშინ დააკავეს, როცა ის გალის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ე.წ. საზღვრის „უკანონო გადაკვეთას“ ცდილობდა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ფაქტზე ინფორმირებული არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.

ბეჭდვა