კანცელარიასთან აქციაზე შსს-მ კიდევ ერთი პირი დააკავა
კანცელარიასთან აქციაზე შსს-მ კიდევ ერთი პირი დააკავა
09:38 18.05.2018
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინგოროყვას ქუჩაზე, საქართველოს მთავრობის კანცელარიის შენობასთან მიმდინარე აქციაზე სხვისთვის შეურაცხყოფის მიყენების გამო 15 წლის პირი დააკავა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-მუხლის 1-ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

„ინგოროყვას ქუჩაზე, საქართველოს მთავრობის კანცელარიის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, 2003 წელს დაბადებულმა ს. კ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა აქციაზე სიტყვით გამომსვლელ პირს - 1996 წელს დაბადებულ ნ. გ.-ს, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ადგილზე აღმოუჩინა დახმარება.
ს.კ.-მ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა, რა დროსაც იგი სამართალდამცველებმა დააკავეს“- აცხადებენ უწყებაში.

ბეჭდვა