თბილისში აქციაზე „ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი და ორი ახალგაზრდა აქტივისტი დააკავეს.
დაკავება რუსთაველის გამზირზე პირველ სკოლასთან მოხდა.
რა გახდა ფაქტის მიზეზი, ჯერ-ჯერობით უცნობია.
„ქართული მარშის“ წევრები ამ დროისთვის პარლამენტთან იმყოფებიან. ისინი ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღის არსებობას აპროტესტებენ.
