სასაზღვრო პოლიციას ვიცე - ადმირალი ერვე ბლეჟო ესტუმრა
სასაზღვრო პოლიციას ვიცე - ადმირალი ერვე ბლეჟო ესტუმრა
11:44 16.05.2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების (MARCOM) სარდლის მოადგილე, ვიცე-ადმირალი ერვე ბლეჟო ესტუმრა. სტუმარს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, თემურ კეკელიძემ უმასპინძლა. ⤵️ English version below შეხვედრაზე შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების საკითხები განიხილეს და ამ მიმართულებით, საქართველოს სანაპირო დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მხარეებმა შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები მიმოიხილეს, რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს საქართველოს სანაპირო დაცვის შესაძლებლობების განვითარებას და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საზღვაო ძალებთან ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლებას. შეხვედრაზე თემურ კეკელიძემ და ერვე ბლეჟომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციასა და ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. ვიცე-ადმირალი ერვე ბლეჟო საქართველოს ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) ვიზიტის ფარგლებში სტუმრობს.
ბეჭდვა